კლუბის სახელი-,,ფავორიტი”;
დევიზი ,,ჩვენ ერთად შევცვლით უკეთესობისკენ მომავალს”;
კლუბის ლიდერი მე-10 კლასის მოსწავლე თათია ტურაშვილი.ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა(USAID) და PH International-ის ერთობლივი ინიციატივის, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ზერტის საჯარო სკოლაში შეიქმნა სამოქალაქო კლუბი.
პირველივე შეხვედრაზე შევიმუშავეთ მიმდინარე სასწავლო წლის კლუბის სავარაუდო სამუშაო გეგმა.
1. ტრენინგი თემაზე ,,ბავშვთა უფლებათა კონვენცია”;
2. ნახატების გამოფენა მიძღვნილი დედის დღისადმი;
3.,,დღევანდელი განათლების სისტემა”;
4. ტრენინგი თემაზე ,, როგორ დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან ”;
5. ნახატების გამოფენა ,,საქართველოს ბუნება”;
6. კედლის გაზეთი ,,ჩვენი თაობა’’;
7. ღონისძიების სათაური –– დისკუსია თემაზე ,,არასრულწლოვანთა ქოეწინება”;
8. აქცია ,,დედამიწის დღე”;
9. დისკუსია თემაზე ,,წიგნი და კომპიუტერი”;
10 სამოქალაქო კლუბის შექმნა ხელთუბნის საჯარო სკოლაში და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა.სამოქალაქო კლუბის წარმატებანი:
1. სამოქალაქო კლუბის 7 მოსწავლით დაკომპლექტებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო საზოგადოება ,,ბილიკის” მიერ ორგანიზებულ, რეგიონალურ-ინტელექტუალურ კონკურსში ,,ჩვენ და სამოქალაქო განათლება”. კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდა. ჩვენს გუნდს ,,ფავორიტს” სასურველი პირველი ადგილი და ფასიანი საჩუქრები ხვდა წილად. გუნდის წევრებს საჩუქრად ,,ბილიკი”საგან ექსკურსია გველის პრეზიდენტის სამთავრობო რეზიდენციაში.
2. მონაწილეობა მივიღეთ PH International-ის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში პროექტით ,,ჩვენ ერთად შევცვლით უკეთესობისაკენ მომავალს”. პროექტის მიზანია ხელთუბნის საჯარო სკოლაში სასკოლო სამოქალაქო კლუბის შექმნა და კლუბებს შორის თანამშრომლობა. პროექტის განხორციელების შედეგად გორის რაიონის სოფ.ზერტის და ხელთუბნის მოსწავლეებსა, პედაგოგებსა და თემის წარმომადგენლებს შორის ამაღლდება ცნობიერება სამოქალაქო განათლების სფეროში.მოსწავლეები შეიძენენ პროექტების წერის, გუნდური მუშაობის და კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევებს;
3. მონაწილეობა მივიღეთ საზოგადოება ,,ბილიკი”-ს კონკურსის ფარგლებში პროექტით ,,მარჯვე ხელები”.
4. დავეხმარეთ ხელთუბნის საჯარო სკოლას სამოქალაქო კლუბის შექმნაში.
2. მონაწილეობა მივიღეთ PH International-ის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში პროექტით ,,ჩვენ ერთად შევცვლით უკეთესობისაკენ მომავალს”. პროექტის მიზანია ხელთუბნის საჯარო სკოლაში სასკოლო სამოქალაქო კლუბის შექმნა და კლუბებს შორის თანამშრომლობა. პროექტის განხორციელების შედეგად გორის რაიონის სოფ.ზერტის და ხელთუბნის მოსწავლეებსა, პედაგოგებსა და თემის წარმომადგენლებს შორის ამაღლდება ცნობიერება სამოქალაქო განათლების სფეროში.მოსწავლეები შეიძენენ პროექტების წერის, გუნდური მუშაობის და კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევებს;
3. მონაწილეობა მივიღეთ საზოგადოება ,,ბილიკი”-ს კონკურსის ფარგლებში პროექტით ,,მარჯვე ხელები”.
პროექტის ,,მარჯვე ხელები” მიზანია ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში სკოლის 15 დაინტერესებული მოსწავლე შეისწავლის თექაზე, ბისერზე და თიხაზე მუშაობას, დაამზადებენ სამკაულებს, ჩანთებს, ფარდაგს, სამზარეულოს მოსართავებს, სუვენირებს, ისწავლიან ბლოგების შექმნას და მათზე მუშაობას. თემიდან მოწვეული პედაგოგი გაზრდის თემის ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში, ასრულდება ბენეფიციარ მოსწავლეთა დიდი ხნის სურვილი-ჩამოთვლილი საქმიანობების შესწავლა. ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია სამოქალაქო კლუბში ჩასართავად. პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება მომავალ წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული არჩევითი საგნების ნუსხიდან არჩევანის გაკეთებაში, მომავალ დიასახლისებსა და დედებს კი-ხელსაქმის შესწავლაში, სოციალურად დაუცველ ბავშვებს საარსებო წყაროს მოძიებაში. თემის პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებაში. ჩვენი ხელით დამზადებული მზა პროდუქცია მშობლებში აამაღლდებს მოტივაციას ხელსაქმისათვის საჭირო მასალების შესაძენად. პროექტი დასასრულს მიუახლოვდა, უახლოეს დღეებში მოეწყობა პროექტის განხორციელების პრეზენტაცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий